სიახლეები
20.04.2021
საქართველოში ცოფის გავრცელების რისკის შეფასება იწყება

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და “ერთი ჯანმრთელობის პოლიტიკის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივ პროექტს EFSA-სთან ერთად შეიმუშავებს. ვიდეო კონფერენციაზე, რისკის შეფასების სტრუქტურები EFSA-ს სამეცნიერო კოოპერაციის ოფიცერთან, სტილიანოს კოულოურისთან და ცხოველის სიჯანსაღის და კეთილდღეობის შემსწავლელი გუნდის ხელმძღვანელთან, აივის ვან დერ სტიდთან პროექტის მიზნებზე, ამ მიმართულებით მონაცემების შეგროვებასა და ურთიერთდახმარებაზე შეთანხმდნენ. პროექტის მიზანი საქართველოში ადამიანის და ცხოველის პოპულაციებში ცოფის ეფექტიანი კონტროლი და ცოფის ინტროდუცირების რისკების მინიმიზაციაა, რომელიც ევროკავშირთან შინაური და სხვა ცხოველების ექსპორტ-იმპორტის შედეგად შესაძლოა არსებობდეს.