facebook
youtube
mail

სიახლეები

14.04.2021

მეხილე-ფერმერებს ხეხილის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ონ-ლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურმა და ესპანური კომპანიის „ვივეროს ვერონი“ წარმომადგენლებმა ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს ტრენინგი თემაზე „ნუშის, ბლის და ატმის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები - გასხვლა და დანორმება“ ჩაუტარეს. ტრენინგზე ძირითადი ყურადღება კურკოვანი კულტურების გაშენების თანამედროვე ტექნოლოგიებს, ბაღების ფორმირებას, გასხვლასა და ნაყოფებისა და ყვავილების დანორმების თავისებურებებს დაეთმო.

მეხილეობის კვლევის სამსახური და ესპანური კომპანია „ვივეროს ვერონი“ შემდგომშიც გააგრძელებს ონ-ლაინ ტრენინგების ციკლს, ინფორმაცია წინასწარ ჩვენს facebook გვერდზე დაიდება.