სიახლეები
06.04.2021
ნერგის სერტიფიცირების საკითხზე აჭარის მენერგე-ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აგროსერვის ცენტრს, რომლის საკოლექციო ნარგაობაში ციტრუსოვანი და კენკროვანი კულტურების ძველი ქართული და უცხოური ჯიშებია დაცული, ჯიშების საერთაშორისო მახასიათებლებით (UPOV< CPVO, biodiversity international) აღწერაში, კატალოგის შექმნასა და საკოლექციო ნარგაობებეში დამაგრებაში დაეხმარება.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციაში ხელშეწყობას და სპეციალისტების გადამზადებას გულისხმობს, ასევე სანერგე მეურნეობებს შესაძლებლობების გაზრდასა და სერტიფიცირების სისტმების დანერგვაში ეხმარება.
საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. სერტიფიცირების სისტემა უზრუნველყოფს ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით, ჩაანაცვლებს იმპორტირებულ მასალას, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს და დაიცავს მომხმარებელს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან.