სიახლეები
02.07.2021
ჯიღაურას ბაზაზე თუთის 40-მდე დაავადებისადმი რეზისტენტული ფორმაა მოძიებული და დაცული

თუთის კულტურის შესწავლის მიზნით, აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური, სხვადასხვა კვლევას ახორციელებს, მათ შორის უვირუსო ნერგის მიღების მიზნით სრულიად ახალი მეთოდის დანერგვას და თუთის ნერგების დაჩქარებული მეთოდით მიღებას. ამ ეტაპზე მეცნიერები თუთის ინ-ვიტრო მცენარის გამოყვანის მიმართულებით აგრძელებენ მუშაობას.
საქართველოში თუთა მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მას ძირითად აბრეშუმის ჭიის საკვებ ბაზად იყენებენ, თუმცა ასევე აქტიურად გამოიყენება ეროზიის საწინააღმდეგოდ და ქარსაფარ ზოლებში, მისი ღრმად განვითარებული ფესვთა სისტემის და ტოტების სწრაფი ზრდის გამო.
ჯიღაურას ბაზაზე, თუთის საკოლექციო ნაკვეთის გარდა, გაშენებულია სადედე-საკალმე და სადედე-სათესლე სანერგე, სადაც საშუალოდ 500-1000 ნერგის გამოზრდაა შესაძლებელი. დაგეგმილია თუთის ინტენსიური პლანტაციის გაშენება და ბიომასის გადამუშავებით საწვავი ბრიკეტის მიღება.