სიახლეები
08.07.2021
წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე მინდვრის დღე მოეწყო

ხორბლისა და სიმინდის გამოცდის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული 300-მდე ხორბლის ფორმიდან 9 ფორმა, სამეურნეო ნიშან-თვისებების, სტაბილურობის, მოსავლიანობის და დაავადებების მიმართ გამძლეობის მიხედვით გამოირჩა. პროექტი 4 რეგიონში - დედოფლისწყაროში, მცხეთაში, ბორჯომსა და ახალქალაქში მიმდინარეობს, რომლებიც ერთმანეთისგან კლიმატური პირობებით და ზონალობის მიხედვით განსხვავებულია. პროექტის ფარგლებში, კონკრეტული რეგიონისთვის საუკეთესო ფორმა შეირჩევა და მისი ჯიშად დარეგისტრირება მოხდება. შერჩეული ფორმა გაივლის ჯიშთა გამოცდას და გავრცელდება ფერმერულ მეურნეობებში.
3 წლიან პროექტს „საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი გამძლე საშემოდგომო ხორბლის გენოტიპების იდენტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა გარემო პირობებში გამოცდის გზით“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქობულეთის ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს.