სიახლეები
16.07.2021
მონპელიეს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ

აღსანიაშნავია, რომ ჯიღაურას ბაზა 80 ჰა ფართობზეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში ვაზის ქართული 470-მდე და უცხოური 350 ჯიშია დაცული, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, ცენტრი იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოებს აყენებს და შემდგომში მათზე კვლევებს ახორციელებს.