სიახლეები
11.08.2021
საქართველოს თუთის აბრეშუმხვევიას ის ხუთი ქართული ჯიში გადმოეცა, რომელიც გასული საუკუნის 70-80-იანი წლებიდან უზბეკეთში ინახებოდა

„თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნება ქართული მეაბრეშუმეობის აღორძინების ერთ-ერთი წინაპირობაა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის მოძიება-დაცვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართულ-უზბეკური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დარგის აღორძინებასა და მის შემდგომ განვითარებას”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.
მხარეებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მეაბრეშუმეობის სექტორის გაძლიერებას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.