სიახლეები
08.09.2021
საქართველო ლატვიასთან სურსათის უვნებლობის საკითხში სამეცნიერო თანამშრომლობას აღრმავებს

სამმხრივი თანამშროლობის ფარგლებში გათვალისწინებულია გამოცდილების და საექსპერტო აზრის გაცვლა, გლობალური შეთანხმების „ერთიანი ჯანმრთელობა“ წახალისება და საერთო კვლევების დაგეგმვა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რისკის შეფასების სფეროში ინსტიტუციური გაძლიერების და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე უამრავ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და საერთო კვლევებსა და პროექტებს ახორციელებს.