სიახლეები
18.10.2021
ფრანგი მეღვინეები და მონპელის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჯიღაურას საკვლევ ბაზას ესტუმრნენ

ფრანგი სტუმრები საქართველოში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან და ახალგაზრდა მეღვინეებს ლექციებს წაუკითხავენ. მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს მონპელიეს უნივერსიტეტთან და სტუდენტების გაცვლით პროგრამებს ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში ვაზის ქართული 470-მდე და უცხოური 350 ჯიშია დაცული, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია.