სიახლეები
09.11.2021
მცირე ფერმერები ჯიღაურას და წილკნის ბაზების საქმიანობას გაეცნენ

ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა (FSI) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობაში ჩართული მცირე მეწარმეების კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლების ზრდით სოფლად სიღარიბის შემცირება. პროექტის შედეგად შერჩეულ რეგიონებში მცირე ფერმერები გაიუმჯობესებენ ბაზარზე პოზიციას და მათი შემოსავალი გაიზრდება.