სიახლეები
21.12.2021
ახალგაზრდა მეცნიერებმა საფრანგეთში 1 კვირიანი გადამზადების კურსი გაიარეს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საფრანგეთის ნუველ-აკვიტანიის რეგიონის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის სააგენტოს (INTERCO) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში 1 კვირიანი გადამზადების კურსი გაიარეს.
ისინი ადგილზე გაეცნენ სანერგე მეურნეობების მუშაობას, ლაბორატორიებს, ფიტოპლაზმური დაავადებების მართვას, ნერგის სერტიფიცირების საკითხებსა და ევროპულ სტანდარტებს.