სიახლეები
27.12.2021
აგრარულ დარგის ახალგაზრდა მკვლევარების ხელშეწყობის მიზნით, დიდი ბრიტანეთის კვლევით ორგანიზაციასთან მემორანდუმი გაფორმდა

„დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც მრავალწლიანი პარტნიორობა და დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობა გვაკავშირებს. აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს წამყვან ქართველ და ბრიტანელ მკვლევარებსა და ექსპერტებს გამოცდილებისა და ცონის გაზიარებაში“,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
NIAB-ი დიდ ბრიტანეთში სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი მზარდი სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელსაც მცენარეთა გენეტიკის, აგრონომიის და მონაცემთა ბაზის შეგროვების კუთხით ფართო შესაძლებლობები გააჩნია. NIAB-ი წარმატებულად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, საგანმანათლებლო, ასევე ინდუსტრიულ ორგანიზაციებთან.
„ახალი საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მემცენარეობის დარგის და ტექნოლოგიების განვითარებასა და გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა მკვლევარების განვითარებასა და მათ კარიერულ ხელშეწყობაზეა გამახვილებული. მოხარული ვიქნებით, ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს NIAB-ში ვუმასპინძლოთ“,- განაცხადა NIAB-ის აღმასრულებელი დირექტორმა, მარიო კაკამომ.