სიახლეები
23.02.2022
საქართველოს მიწის ფონდის შესწავლის და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების მიზნით, 2021 წელს, 130 ნიმუში იქნა გამოკვლეული

ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2016 წლიდან ფუნქციონირებს; 2018 წლიდან კი, „ნადაგის ლაბორატორიების გლობალური ქსელის (GLOSOLAN) წევრია.
ლაბორატორიაში ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის რეკომენდაციების შემუშავება ხდება. ლაბორატორია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის საგრანტო პროექტებში, მათ შორის NASA-სმიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტში, რომლის მიზანს, ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე, კავკასიის რეგიონში მიწის დეგრადაციის შესწავლა წარმოადგენს.