facebook
youtube
mail

სიახლეები

12.03.2022

ჯიღაურას ბაზაზე ატენის ხეობის წარმოამადგენლებისთვის, ვაზის სხვლა-ფორმირებაზე, ტრენინგი ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავაწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში, ატენის ხეობის წარმომადგენლებისთვის, ვაზის სხვლა-ფორმირებაზე, საველე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეებმა ადგილზე მოისმინეს ინფორმაცია ვაზის ჯიშების მახასიათებლებზე, სანერგე მეურნეობის სერტიფიცირების და ჯანსაღი ნერგის წარმოების პროცესებზე, ვენახის აგროტენქოლოგიაზე, ნიადაგის შერჩევასა და სწორი საძირის გამოყენებაზე, რეგიონებისთვის ვაზის ჯიშების სწორედ შერჩევაზე და ნერგის დარგვის წესებზე.

ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამეცნიეორ-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის საქმიანობა, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით არსებული პროექტები და ვენახის სხვლა-ფორმირების წესები გააცნო. ტრენინგის მონაწილეებმა ვენახის სხვლა-ფორმირებაში მიიღეს მონაწილეობა და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.