სიახლეები
14.03.2022
ფერმერებისთვის, ბლის სხვლა-ფორმირებაზე, ვებინარი ჩატარდა

მეხილეობის კვლევის სამსახური, ხეხილის ქართული ჯიშების მოძიების პარალელურად, ინტროდუცირებული ჯიშების შემოტანას, მათზე დაკვირვებას და პერსპექტიული ჯიშების გამოყოფას აწარმოებს. ბლის ბაღში მაღალი და რეგულარული მოსავლის მიღების მიზნით, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, მეხილეობის კვლევის სამსახურმა სხვლა-ფორმირების ახალი ტექნოლოგიები შეიმუშავა, რომელიც ვებინარის ფარგლებში ფერმერებს გააცნო.