სიახლეები
22.03.2022
პროექტი „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ დასრულდა

პროექტის ფარგლებში გამოიცა ქართულ და ინგლისურენოვანი სტატიები და წიგნი, ლექციების და პრეზენტაციების სახით გადაეცათ პროფილურ უმაღლეს სასწავლებლებს და კოლეჯებს, ჯიღაურას კოლექცია კი გამოყენებული იქნება სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შესასრულებლად.
აღსანიშნავია, რომ ველური ვაზი საქართველოს ფლორის ტიპიური მცენარეა და წარსულში მთელს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 1982 წელს, ის საქართველოს წითელ წიგნში იყო შეტანილი. პროექტი „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფარგლებში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.