სიახლეები
28.03.2022
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვა მიმდინარეობს

ნიადაგის დამუშავების ნულოვანი ტექნოლოგია წარმოადგენს მიწადმოქმედების ენერგორესურსების დამზოგ თანამედროვე სისტემას, რომლის დროსაც, თესვის წინ ნიადაგი არ მუშავდება. მისი ზედაპირი იფარება საფარი კულტურის წინასწარ ქიმიურად დამუშავებული და თესვის დროს მექანიკურად განადგურებული ნარჩენებით - მულჩით. ვინაიდან ნიადაგი არ ფხვიერდება, არსებითად მცირდება წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია, პარალელურად ნიადაგი უკეთესად ინარჩუნებს ტენს.
ნულოვანი ტექნოლოგია მსოფლიოში დღეისთვის 300 მილიონ ჰექტარზე მეტ ფართობზე გამოიყენება, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოწინავე ქვეყნებში.