სიახლეები
11.05.2022
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვსურს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, ამიტომ გავეცნობით უწყების საქმიანობას და განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს. ამ ეტაპზე, ჩვენ სამინისტროსთან ირიგაციის მიმართულებით ვთანამშრომლობთ, თუმცა გვსურს, უფრო ფართო კონტექსტში თანამშრომლობის გაგრძელება“, - აღნიშნა იან იუსტ ნიჯჰოფსმა.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება, სადაც მსოფლიო ბანკის ჩართულება შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს.
„ჩვენ შეგვიძლია საერთო ინტერესებზე ვიმსჯელოთ, რომელიც მსოფლიო ბანკისთვის საინტერესო იქნება და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას წაადგება. მსოფლიო ბანკს ჩვენს ქვეყანაში ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, ამიტომაც მათთან კოლაბორაცია საინტერესოა“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.