სიახლეები
23.05.2022
ჯიღაურას ბაზას მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ

მსოფლიო ბანკის სოფლისა და სოფლის მეურნეობის სექტორის ხელმძღვანელს აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ფრაუკე იანგბლუთის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული ვაზის და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები დაათვალიერებინეს და მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდეს. სტუმრებისთვის გამოფენა მოეწყო, სადაც მათ ქართული ხორბლის ენდემური ჯიშები, შენახვა-გადამუშავების პროდუქტები, ქართული სამეცნიერო ლიტერატურა და ვაზის ქართული ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები გააცნეს.
მსოფლიო ბანკთან შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა რამდენიმე პროექტის სამუშაო ვერსია შეიმუშავა, რომელსაც მხარეები მომავალში განიხილავენ.