სიახლეები
20.07.2022
ჯიშური მიკვლევადობის სისტემის ფორმირების ფარგლებში, ფერმერულ მეურნეობებში გეგმიური მონიტორინგი განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ცენტრის მეცხოველეობის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ახალციხის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ის ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს, სადაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ფორმირებული აღდგენილი ადგილობრივი ჯიშების სანაშენე ცხოველებია გადაცემული. აღნიშნულ მეურნეობებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ცხოველთა ზრდა-განვითარებასა და სხვა სამეცნიერო ბიოლოგიურ თავისებურებებს სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ჯიშური მიკვლევადობის სისტემის ფორმირება მიმდინარეობს.ადგილობრივი შინაური ცხოველების, ფრინველების, თევზების და სასარგებლო მწერებისთვის ზუსტდება ჯიშური სტანდარტები, ბონიტირების წესები, მონიტორინგის განხორციელების სახელმძღვანელო დოკუმენტები, ფერმერულ მეურნეობებში ზოოტექნიკური და სანაშენე აღრიცხვისთვის ჟურნალები, ფორმები და აქტები, სანაშენე ცხოველთა ინდივიდუალური ბარათები, აგრეთვე, ნახირისა და სანაშენე წიგნის ფორმები და მათი წარმოების წესები.