სიახლეები
16.08.2022
ნიადაგმცოდნეობის მსოფლიო კონგრესზე საქართველომ მასშტაბური კვლევის შედეგები წარადგინა
დიდ ბრიტანეთში, ქალაქ გლაზგოში გამართულ ნიადაგმცოდნეთა 22-ე მსოფლიო კონგრესზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური მოხსენებით „მიწათსარგებლობის გავლენა ნიადაგში მიკროელემენტების შემცველობაზე აღმოსავლეთ სქართველოში ჩატარებული კვლევების საფუძველზე“ წარსდგა. წელს, კონგრესის თემა „ნიადაგმცოდნეობა - საზღვრების გადალახვა, საზოგადოების შეცვლა“ ფოკუსირებული იყო ნიადაგსა და საზოგადოებას შორის არსებულ კავშირზე, სესიები მოიცავდა ნიადაგის სისტემების, პროცესების, მართვის, მთელს მსოფლიოში ადამიანის მიერ ნიადაგზე გავლენის და გამოყენების საკითხებს.ნიადაგმცოდნეობის კონგრესს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მთელი მსოფლიოდან 3000-ზე მეტი ნიადაგმცოდნე ესწრებოდა. კონგრესში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კვლევითი საქმიანობის წარმოსაჩენად და ახალი სამეცნიერო კავშირების დასამყარებლად.
ნიადაგმცოდნეობის მსოფლიო კონგრესი 2022 ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების (IUSS) და დიდი ბრიტანეთის ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებების (BSSS) ორგანიზებით გაიმართა.