სიახლეები
06.09.2022
ჩეხეთის და საქართველოს სოფლის მეურნეობაში სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრა გაიმართა

ჩეხეთის მეხილეობის სამეცნიერო-სელექციური ინსტიტუტი ძირითადად ხეხილის გენეტიკური რესურსების კონსერვაციისა და სელექციის მიმართულებით მუშაობს. ინსტიტუტის ბაზაზე თავმოყრილია ზომიერი კლიმატის სხვადასხვა ხეხილოვანი კულტურების ჯიშების ფართო მრავალფეროვნება, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ვაშლის საველე კოლექცია, რომელიც 1800-მდე ჯიშსა და ფორმას მოიცავს.
სტუმრებმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაც მოინახულეს, სადაც მეხილეობის კუთხით - თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების საკოლექციო ნარგაობაში 180-ზე მეტი ადგილობრივი და 270-მდე ინტროდუცირებული ჯიშია დაცული. ჰოლოვოუსის ინსტიტუტის მკვლევარები ასევე ქართული ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული და ინტროდუცირებული ჯიშების კოლექციას გაეცნენ.