სიახლეები
12.09.2022
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე აგრო-სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართ

მუხურის მეფუკტრეობის ბაზაზე თაფლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გამართა.
მუხურის მეფუტკრეობის ბაზა 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ბაზაზე, ენდემური პოპულაციების შენარჩუნება და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდა მიმდინარეობს. ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში ჩართვის მიზნით კი, რეგულარულად, უფასო სემინარები და ტრენინგები ტარდება.