სიახლეები
13.09.2022
სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და წმიდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს შორის, მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა მოაწერეს.
წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის მიმართულების სტუდენტებს ამზადებს. უნივერსიტეტის მიზანი სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების განვითარება და ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაა.