სიახლეები
19.09.2022
ქართულ-იაპონური პროექტის ფარგლებში, ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა და მონათესავე ველური სახეობების სრულყოფილი კოლექცია შეიქმნება

ახალი პროექტის დეტალები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტროს (JICA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მორი ჰოროუკისთან და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჰიდეკი ტანაბესთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრაზე, ხორბლის ადგილობრივ სახეობებსა და ჯიშებზე, გენეტიკური რესურსების კონსერვაციის და თესლის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი JICA-სთან არაერთი წელია თანამშრომლობს. JICA-ს საქართველოს ოფისის მიერ გამოცხადებულ 2021 წლის საგრანტო პროექტში ცენტრის სერტიფიცირების სამსახურმა გრანტი მოიპოვა. გრანტის ფარგლებში, სამსახურს საშრობი კამერა (ინკუბატორი) გადაეცა, რომელიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების მინდვრის კულტურების გენბანკის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ხმარდება.