სიახლეები
03.11.2022
„იალონის“ ბენეფიციარები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

„ჩვენი მეგობრობა უკვე წლებს ითვლის და ვეღარც წარმოგვიდგენია შემოდგომა ჯიღაურაში ვიზიტის გარეშე. ყველა სტუმრობა სასიამოვნო და დასამახსოვრებელია ჩვენი ბენეფიციარებისთვის. მსგავსი ვიზიტების მიზანია მათი კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საზოგადოებაში ინტეგრაციას“, - განაცხადა დღის ცენტრის „იალონის“ ბავშვთა დაცვის პროგრამის მენეჯერმა, სოფიო კუპატაძემ.
„იალონის“ აღსაზრდელებმა რთველში და ხეხილის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.