სიახლეები
12.12.2022
ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.ლევან უჯმაჯურიძემ ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტრუქტურა გააცნო და მიმდინარე საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისთვის, ისრაელის გამოცდილების, ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ისრაელის გამოცდილი სპეციალისტების ჩართულობით ტრენინგების ორგანიზების საკითხზე ისაუბრა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრას ცნეტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, მაშავის შვაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ცენტრის (MATC) ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების დირექტორი იუვალ ელაზარი და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი ესწრებოდნენ.