სიახლეები
12.12.2022
მაშავის შვაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს. ლაბორატორიაში, 2017 წლიდან, ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.
სამუშაო ვიზიტის ბოლოს, სტუმრები ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ -სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ, სადაც ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.