facebook
youtube
mail

სიახლეები

28.12.2022

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს

პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე, 2022 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე, ერთხმად იქნა არჩეული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).

დღეისათვის, ლევან უჯმაჯურიძე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებს. იგი გახლავთ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობის დოქტორი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნული კოორდინატორი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO), საერთაშორისო ექსპერტი აგრარული მიმართულებით.

ლევან უჯმაჯურიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი, რომელიც მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების მოძიება, აღდგენა, დაცვა, პოპულარიზაციას და სხვა კომპლექსურ სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს ეხება.

ლევან უჯმაჯურიძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, გახლავთ საქართველოს აგრარული, ტექნიკური და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტების პროფესორი.