სიახლეები
10.04.2023
ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ეროვნულ ლაბორატორიაში სტუდენტებს სემინარი ჩაუტარდათ

თინათინ ჯაჯანიძემ სტუდენტებს ღვინის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მუშაობის პრინციპები და ძირითადი სერვისები გააცნო. ასევე, ისაუბრა მეღვინეობის მიმართულებით ლაბორატორიული კვლევებსა და მათ დაგეგმვა-განხორციელების თავისებურებებზე. სემინარის დასასრულს, სტუდენტებმა დეგუსტაციის საფუძვლების თეორიული და პრაქტიკული ნაწილი გაიარეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ირმა ჭანტურიას სახელობის ეროვნულ ლაბორატორიას შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის საბაკალვრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ საშუალება, გაიარონ სტაჟირება, შეასრულონ საბაკალავრო და სამაგისტრო თეზისების კვლევითი კომპონენტები და მონაწილეობა მიიღონ ღვინის დეგუსტაციებში.