სიახლეები
01.06.2023
გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ, დაათვალიერეს და გაეცნენ მცენარეთა მიკლოკლონური (In-Vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიის მუშაობასა და მიმდინარე კვლევებს.
ენტომოლოგებმა და ფიტოპათოლოგებმა წილკნის ერთწლოვანი კულტურების და ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებიც მოინახულეს, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და ამპელოგრაფიულ კოლექციას გაეცნენ.
გერმანიის გიოტინგენის სტუდენტებს სხვადასხვა სოფლის მეურნეობის კულტურის მწარმოებელ ფერმებთან შეხვედრებიც აქვთ დაგეგმილი.