სიახლეები
02.06.2023
მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტებისთვის, ჯიღაურას ბაზაზე, საველე ტრენინგი ჩატარდა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო კურსის სტუდენტებისთვის საველე ტრენინგი ჩატარდა.მომავალი მევენახე-მეღვინეები ჯიღაურას ამპელოგრაფიულ კოლექციას გაეცნენ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებისგან ვაზის მოვლა-მოყვანის თანამედროვე მეთოდებზე, ვაზის მავნებელ-დაავადებებსა და მათთან წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე მიიღეს ინფორმაცია.