facebook
youtube
mail

სიახლეები

06.06.2023

სკოლის მოსწავლეები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას 146-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ბაზაზე გაშენებული ვაზისა და ხეხილის კოლექციები დაათვალიერეს და ცენტრის თანამშრომლებისგან კოლექციის გაშენების ისტორიასთან ერთად, ცენტრის სამუშაოებზე მიიღეს ინფორმაცია.

სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა კადრების მოძიების და ჩართვის მიზნით, ცენტრის ბაზებზე რეგულარულად ტარდება სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები.