სიახლეები
13.06.2023
საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე

დავით ჩიჩუამ, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, სტუმრებს ჯიღაურას ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერებინა, ცენტრში სელექციის მიმართულებით მიმდინარე კვლევითი საქმიანობები და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები გააცნო.
გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით სამომავლო ურთიერთობებისა და ერთობლივი პროექტების შემუშავების საკითხები განიხილეს.