facebook
youtube
mail

სიახლეები

23.06.2023

ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო კომპანიების მმართველები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნისა და ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებს ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების კომპანიების მმართველები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანს, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ტექნოლოგიების, მათ შორის უკაბელო კავშირების გაცნობა წარმოადგენდა.

დელეგაციის წევრებს შორის უკაბელოკავშირისსენსორულიმოწყობილობების მიმართულებით მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი „Libelium”იყო, რომელიც მუშაობს ჭკვიანი სოფლის მეურნეობის სისტემების (Smart Agriculture Solution) შექმნაზე.

დელეგაციამ შეხვედრა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების და მცენარეთა მიკლოკლონური (In-Vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიის წარმომადგენლებთან გამართეს, სადაც ყურადღება ინფორმაციის გაზიარებაზე, ტრენინგების მოწყობასა და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე გამახვილდა.

ვიზიტის ბოლოს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ესპანელებს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე უმასპინძლა,ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ამპელოგრაფიული კოლექცია და იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებული ღვინოები გააცნო.

დელეგაცია, 21-22 ივნისს, საქართველოში სავაჭრო მისიით იმყოფებოდა და მათ, ანკარაში ესპანეთის საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის მინისტრი, გილერმო კესლერი ხელმძღვანელობდა.