სიახლეები
04.07.2023
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ანგარიში წარუდგინა

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე, აკადემიის წევრები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დეპარტამენტებსა და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ცალკეული, მიზნობრივი თანამშრომლობის საჭიროებაზე, გადაწყდა აქტიური შეხვედრების მოწყობა და დისკუსიების წარმართვა.
შეხვედრა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე გაიმართა. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია დაათვალიერეს და ლაბორატორიის თანამედროვე აღჭურვილობასა და მიმდინარე ძირითად საქმიანობებსაც გაეცნენ.