facebook
youtube
mail

სიახლეები

02.08.2023

ტუშას უნივერსიტეტის (იტალია) დელეგაციის წევრებმა ჯიღაურას ბაზა დაათვალიერეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას ტუშას უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორები ესტუმრნენ.

მევენახე-მეღვინეებმა, მიკრობიოლოგებმა და აგროსატყეო სექტორის სპეციალისტებმა ბაზაზე არსებული ვაზის, ხეხილის და სატყეო კულტურების კოლექცია დაათვალიერეს, ცენტრის საქმიანობას გაეცნენ და ბაზაზე დაყენებული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყებებული ღვინოები დააგემოვნეს.

ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე არსებულ საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის ქართული 470-მდე და 350 უცხოური ჯიში და ველური ვაზის 120-ზე მეტი ფორმა, ხოლო სატყეო კულტურების კოლექციაში, დღეისთვის, 88 სახეობაა დაცული, მათ შორის, უნიკალური და გადაშენეის პირას მყოფი სახეობები.

აღსანიშნავია, რომ ტუშას უნივერსიტეტი 1979 წელს დაარსდა და, დღეისათვის, ის იტალიის ცნობილ უნივერსიტეტებს შორისაა.