facebook
youtube
mail

სიახლეები

24.08.2023

მეფუტკრეობაში ახალგაზრდების ჩართვის მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კომპანიასთან „ჩვენთან“ თანამშრომლობას იწყებს

მეფუტკრეობით დაინტერესებული ახალგაზრდების საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა კომპანიასთან „ჩვენთან“თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

თანამშრომლობა სასწავლო-სამეცნიერო პრაქტიკებს, თანამედროვე მეთოდების გაცნობა-სწავლებას და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

კომპანია „ჩვენთან“ ახალგაზრდებისთვის წლებია ატარებს შემეცნებითი სახის ტრენინგებს. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრიორეტიტია ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, მომზადება და აგრარულ სფეროში მათი ჩართვა. ცენტრი, მის დაქვემდებარებაში არსებულ კვლევით-სადემონსტრაციო ბაზებზე, რეგულარულად ატარებს უფასო სემინარებსა და ტრენინგებს.