სიახლეები
29.08.2023
გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი: „სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით უდიდეს საქმეს აკეთებს“

„ქართული ღვინო, ბოლო წლებში, ძალიან წარმატებულია გერმანიის ბაზარზე, ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება ექსპორტიც. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბევრ ღვინოს გავეცანი, თუმცა საინტერესო იყო ცენტრში დაცული ვაზის ჯიშების ნახვა. მნიშვნელოვანია, გვენახა რას საქმიანობს ცენტრი და მოგვესმინა სამომავლო გეგმები. ვთვლი, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით უდიდეს საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა გერმანიის ელჩის მოადგილემ, ტანია ჰუტმა.
ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა 80 ჰა ფართობზეა განთავსებული, სადაც ვაზის უცხოურ ჯიშებთან ერთად, ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშებია დაცული.