სიახლეები
31.08.2023
უზბეკეთთან მევენახეობის მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

„ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და მისი უზბეკეთში დანერგვაა. ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე სანერგე მეურნეობის მოწყობას ვგეგმავთ, რისთვისაც გვსურს ვაზის ჯიშების გაცვლა. ქართული ჯიშების გამოცდა უზბეკეთის პირობებში მოხდება“ - აღნიშნა მ. მირზაევის სახელობის მებაღეობის, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ულუგბეკ აბდუგანიევმა.
ვიზიტის ფარგლბეში, სტუმრებმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე არსებული ხეხილის და ვაზის კოლექციები დაათვალიერეს, ასევე წილკნის ერთწლოვანი კულტურების ბაზაზე ნიადაგის კვლევის, თესლისა და სარგავი მასალის და ინ ვიტრო ლაბორატორიების მუშაობას გაეცნენ. დელეგაციის წევრები შპს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაშიც იმყოფებოდნენ, რომლის ძირითადი ფუნქცია ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ლაბორატორიული კონტროლი და ღვინის მწარმოებელთა ტექნიკური მხარდაჭერაა.