სიახლეები
05.09.2023
მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

მუხურის მეფუტკრების ბაზა 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ბაზაზე, ენდემური პოპულაციების შენარჩუნების და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტრისგან გაწმენდა მიმდინარეობს. ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით, რეგულარულად ტარდება უფასო სემინარები და ტრენინგები.