facebook
youtube
mail

სიახლეები

19.09.2023

სოფლის მეურნოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა გერმანიაში ვორქშოფი გაიარეს

გერმანიაში, ქალაქ ჰერშინგში, აგრარულ სექტორში დასაქმებული ახალგაზრდებისთვის, 31-ე საერთაშორისო ლიდერული ვორქშოფი ჩატარდა, რომელში მონაწილეობა სოფლის მეუნროების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა მიიღეს.

ვორქშოფში 46 ქვეყნის 77 წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. აღნიშნული პროგრამა 1962 წლიდან მიმდინარეობს და მასში გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული.

ვორქშოფის მიზანი სექტორში არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მონაწილე ქვეყნებში დანერგვის ხელშეწყობაა. სემინარებზე განხილული იყო აგრარულ სფეროში არსებული გამოწვევები, გუნდური მუშაობის პრინციპები, კრეატიული ტექნიკების ათვისება, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, კონფლიქტის გადაჭრის გზების შემუშავება და მდგრადი განვითარების პრინციპები.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა ვორკშოფის მონაწილეებს საქართველოს აგრარულ სფეროში მიმდინარე პროცესები და დარგის პოტენციალი გააცნეს. სემინარის ფარგლებში, ორგანიზებული იყო ექსკურსიები აგრარულ ფერმებში, ბიოგაზის საწარმოსა და საგანმანათლებლო ცენტრებში.