სიახლეები
26.09.2023
ჯიღაურას ბაზას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქალი ფერმერები ესტუმრნენ

„აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად ორიენტირებულია განახორციელოს პროგრამები, რომლებიც ფერმერთა საჭიროებებზეა მორგებული. აგროტურში ჩართული იყვნენ მეწარმე ქალბატონები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურ წარმოებას ეწევიან. აგროტურის მიზანი იყო, გავცნობდით იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც დანერგილია თანამედროვე ტიპის სამრეწველო ბაღებში და ყურადღება გაგვემახვილებინა ჩვენი ადგილობრივი ფერმერების საჭიროებებზე“, - აღნიშნა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ.
აგროტურის ფარგლებში, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზის გარდა, ქალი ფერმერები, ჩაის გადამმუშვებელ საწარმოსა და კენკროვანი კულტურების სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდნენ.