სიახლეები
12.10.2023
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ვუგარ კარიმოვმა და აზერბაიჯანული დელეგაციის წევრებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ვაზის, ხეხილის და აგროსატყეო კულტურების კოლექცია დაათვალიერეს და ცენტრის საქმიანობას გაეცნენ. ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე მთავარი ყურადღება აგროსატყეო მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებს და კოლექციაში დაცულ სახეობებს დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას სატყეო კულტურების კოლექციაში, დღეისთვის, 100 სახეობაა დაცული, მათ შორის, უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიც.ჯიღაურას სატყეო კულტურების კოლექცია 2015 წელს, სატყეო კულტურების კონსერვაციის და დაცვის მიზნით გაშებდა. სახეობების უდიდესი ნაწილი ენდემურია. კოლექცია 4 სექსციისგან შედგება, დეკორატიული, წითელი ნუსხის, ხეხილის ველური წინაპრების და აღმოსავლეთ სსქართველოს ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობები. კოლექციაში წითელი ნუსხის 20 სახეობაა დაცული, მათ შორის ისეთი უნიკალური სახეობები, როგორიცაა უთხოვარი, საღსაღაჯი, თურანულა და სხვა.