სიახლეები
17.10.2023
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა დამცველებმა თურქეთში, კორუხის უნივერსიტეტში შეხვედრები გამართეს
ტყის მწერების და მათი ბიოკონტროლის საკითხებზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთში, ართვინის კორუხის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტზე შეხვედრები გამართეს.ქართულმა მხარემ ართვინის ბიოკონტროლის ლაბორატორია დაათვალიერა, არსებული ტექნოლოგიებსა და მეთოდოლოგიას გაეცნო და ლაბორატორიის აღჭურვილობის შესახებ მიიღო ინფორმაცია. შემდგომი თანამშრომლობის და ქართული მხარისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ართვინის კორუხის უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტს გეგმავენ.