facebook
youtube
mail

სიახლეები

23.10.2023

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ყოველწლიურ გამოფენაში „მესაქონლეობის ექსპო 2023“ მიიღო მონაწილეობა

გამოფენის ფარგლებში მოწყობილ მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯირში გამარჯვებულები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დმანისის სადგურში გამოყვანილი კავკასიური წაბლა, მეგრული წითელი და ქართული მთის ხევსურული ჯილაგი გახდნენ.

საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, მეცხოველეობის მიმართულებით ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ გამოცემულ დარგობრივ ლიტერატურასა და გზამკვლევს გასცნობოდა.

„მესაქონლეობის ექსპო/Cattle Expo 2023“ მიზნად საქართველოში ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა საქონლის ჯიშების პოპულარიზაციას და მესაქონლეობის სექტორის განვითარებას ისახავს.

ღონისძიების პარტნიორია ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", რომელსაც ახორციელებს Land O'Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ „მესაქონლეობის ექსპო/Cattle Expo 2023“ საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის და შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ ორგანიზებით, საქართველოში მესამედ გაიმართა.