სიახლეები
24.10.2023
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ერთობლივი კვლევების, სამეცნიერო პროექტების განხორციელების და სასწავლო პრაქტიკული თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობა ასევე კონფერენციების და სემინარების ორგანიზებას და პუბლიკაციების და თემატური მასალების გაცვლას მოიცავს.მემორანდუმის გაფორმება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში პედაგოგიურმა ინსტიტუტმა სტუდენტების პირველის ნაკადის მიღება 1933 წლის 13 თებერვალს დაიწყო. დღეისთვის, უნივერსიტეტი მრავალი მიმართულების სასწავლო პროგრამით აგრძელებს ფუნქციონირებას; სწავლების და კვლევის პროცესს 524 პროფესორი და 436 სპეციალისტი ემსახურება.