facebook
youtube
mail

სიახლეები

28.10.2023

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომელმა FAO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-3 რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

თურქეთში გამართულ გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-3 რეგიონულ შეხვედრას „გლობალური დღის წესრიგი მეცხოველეობის მდგრადი განვითარებისთვის“ (GASL) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომელი გიული გოგოლი დაესწრო.

შეხვედრა თემაზე „ცვლილებების საპასუხოდ, მრავალფუნქციური კოლაბორაციის წარმოება მეცხოველეობის სისტემის მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა.

გიული გოგოლმა მონაწილეებს პრეზენტაცია „საქართველოს მეცხოველეობის თანამედროვე მდგომარეობა და მისი მდგრადი განვითარების სტრატეგია“ წარუდგინა.

შემუშავდა რეკომენდაციების პაკეტი, რომელშიც ასახულია გლობალური დათბობის უარყოფითი გავლენის პირობებში მეცხოველეობის სისტემების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის ღონისძიებები. შეხვედრაში მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-მდე ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 45-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. შეხვედრას FAO-ს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის სუბრეგიონული ოფისის ხელმძღვანელი იური ნესტეროვი უძღვებოდა.