facebook
youtube
mail

სიახლეები

31.10.2023

რუმინეთში, მინდვრის კულტურების მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ გამართულ შეხვედრას, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი დაესწრო

რუმინეთში, ქ.ბუქარესტში ევროპული შეფასების ქსელის მარცვლეულის და პარკოსნების ჯგუფის (ForEVA) შეხვედრაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსმა თამარ ჯინჯიხაძემ მიიღო. ქართულმა მხარემ საქართველოს მინდვრის კულტურების მცენარეთა გენეტიკურ რესურსებზე პრეზენტაცია გამართა.

ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება ევროპის ქვეყნებში გენბაკში პარკოსანი კულტურების კოლექციების არსებულ მდგომარეობას, მინდვრის ცდების დაგეგმვას, პარკოსანი კულტურების შეფასების ერთიანი სტანდტარტების შემუშავებას და EVA პარკოსნების ქსელის შექმნას დაეთმო.

ევროპის კოოპერირებული პროგრამის (ECPGR) ორგანიზებით გამართულ შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, სელექციონერები და მეთესლეობის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.