facebook
youtube
mail

სიახლეები

09.11.2023

წინანდლის ღვინის სიმპოზიუმზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოებით წარდგა

წინანდლის მამულის ღვინის სიმპოზიუმზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ სიმპოზიუმის მონაწილეებს ჯიღაურას ბაზაზე ვაზის ამპელოგრაფიულ კოლექციაში დაცულ, ქართული იშვიათი ვაზის ჯიშების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ცენტრის მიერ აღდგენილი ჯიშებისგან დაყენებული ღვინის ნიმუშები წარუდგინეს. დეგუსტაციის პარალელურად, ჯიშების პოტენციალის შესახებ დისკუსია გაიმართა; უცხოელი ღვინის ექსპერტების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ქართული ჯიშების გლობალურ პერსპექტივებს დაეთმო.

წინანდლის მამულის ღვინის სიმპოზიუმი შვეიცარიული ასოციაციის „ღვინის დიდი ჟიური“ ორგანიზებით, 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის სომელიეები, ექპერტები და ჟურნალისტები იღებდნენ. სიმპოზიუმის მიზანი ადგილობრივი მეღვინეების ხელშეწყობა და საქართველოში ენოტურიზმის განვითარებაა.